კურიოზული ინციდენტი ისრაელში. ადგილობრივი ჟურნალისტი ჯავშანჟილეტის გამოცდისას დაიჭრა. ეითამ ლაჰოვერმა ახალი წარმოების ჯავშანჟილეტი ჩაიცვა, რის შემდეგაც მას კამერების წინ დანა რამდენჯერმე დაარტყეს. მისდა საუბედუროდ, დამცავი ქსოვილი გაირღვა და ჯურნალისტმა მძიმე ჭრილობები მიიღო. საავადმყოფოში მას რამდენიმე ნაკერი დაადეს.