შავი ოქრო ისევ უფასურდება. დღეს დილით ნიუ იორკის სასაქონლო ბირჟაზე WTI მარკის საწვავის თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება 1,91 პროცენტით დაეცა და ბარელზე 33,32 დოლარი შეადგინა, ლონდონის ბირჟაზე კი ბრენტის მარკის საწვავის ფასმა 2,13 პროცენტით დაიკლო და ბარელის ღირებულება 33,50 დოლარით განისაზღვრა.