ლარის კურსი დღეს როგორც აშშ დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ხვალ ძალაში შევა ოფიციალური გაცვლითი კურსი 1 აშშ დოლარი/1.7810 ლარი; ასევე 1 ევრო/2.2198 ლარი.
დღევანდელი კურსით, 1 აშშ დოლარი 1.7839 ლარი ღირდა, ხოლო 1 ევრო - 2.2461 ლარი.