დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებას ეწვია.
ხათუნა კალმახელიძემ ქირურგიულ განყოფილებაში მყოფი მსჯავრდებულები მოინახულა. მინისტრი მედპერსონალისგან ადგილზე გაეცნო პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, რის შემდეგაც სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ერთად სამკურნალო დაწესებულების ყველა სხვა განყოფილება კიდევ ერთხელ მოინახულა.