ძლიერი მიწისძვრა ინდოეთში. მიწისქვეშა ბიძგების სიძლიერემ ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში 6,7 მაგნიტუდა შეადგინა. სტიქიის ეპიცენტრი იმპხალას შტატიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობდა. ბოლო მონაცემებით, მიწისძვრამ 6 ადამიანი იმსხვერპლა. არიან დაშავებულებიც.