ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 65 წლის ასაკში ცნობილი მუსიკოსი და შემსრულებელი ნატალი კოული გარდაიცვალა. მისი შემოქმედებითი კარიერა რითმ-ენდ-ბლუზით დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა კოულს კომპოზიციებმა This Will Be" და "Inseparable მოუტანა. მოგვიანებით კი მუსიკოსი პოპისა და ჯაზისკენ გადაიხარა. კოული გრემის 9-გზის მფლობელი იყო.