ყირიმი საახალწლოდ ისევ ჩაბნელდა. ანექსირებულ ნახევარკუნძულს უკრაინამ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა. კიევის განმარტებით, ენერგომომარაგების შეწყვეტის მიზეზი ელექტროგადამცემზე მომხდარი ავარია გახდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს ყირიმში დენის გათიშვის მეორე შემთხვევაა. პირველად ელექტოენერგია ნახევარკუნძულს 22 ნოემბერს შეუწყდა.