რუსული ვალუტა ისევ უფასურდება. მოსკოვის ბირჟაზე დღეს დოლარის კურსმა 73 რუბლს გადააჭარბა, რაც გასული წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა, ერთი ევროს ღირებულება კი 80,02 რუბლით განისაზღვრა. რუბლის გაუფასურება ნავთობის ფასის დაცემით არის განპირობებული. დღეის მონაცემებით, ბარელი ნავთობის ღირებულება მსოფლიო ბაზარზე საშუალოდ 37,20 დოლარს შეადგენს.