საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის პირველ მატჩში, რომელიც 13 მაისს რუსთავში გაიმართა, ქვეყნის მოქმედმა ჩემპიონმა - "ენერჯი ინვესტმა" თსუ 80:69 დაამარცხა და 3 მოგებამდე მიმდინარე სერიში 1:0 დაწინარდა.
მასპინძელთა შორის ყველაზე შედეგიანი კოტე ტუღუში იყო 16 ქულით. სერიის მეორე მატჩი კვლავ რუსთავში 15 მაისს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ "ენერჯი ინვესტი" საქართველოს რამდენიმეგზის ჩემპიონია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი კი სუპერლიგის ფინალში პირველად თამაშობს.