აშშ პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა დემოკრატი კონკურენტი გააკრიტიკა. ბერნი სანდერსს მან კომუნისტი უწოდა. „მას თქვენთვის გადასახადების 90 პროცენტით გაზრდა სურს. ის კომუნისტია და გირჩევთ ახლავე დაივიწყოთ მისი არსებობა,“-განაცხადა ტრამპმა ამომრჩევლებთან შეხვედრისას.