ამერიკული ბირთვული ავიამატარებელი „ჰარი ტრუმენი“ ანტიისლამისტურ ოპერაციაში ჩაერთო. სპარსეთის ყურეში ბაზირებული გემიდან აფრენილმა ავიაგამანადგურებლებმა ისლამური პოზიციები დაბომბეს. „ჰარი ტრუმენი“ სპარსეთის ყურეში ფრანგულ ავიამატარებელ „შარლ დე გოლთან“ ერთად იმყოფება, რაც ისლამურ სახელმწიფოს პოზიციებს მნიშვნელოვნად ასუსტებს.