უამინდობა ბრაზილიაში. ხანგრძლივი სეზონური წვიმის შედეგად რიო-გრანდე დუ-სულის პროვინციაში მდინარეები ადიდდა, რის შედეგადაც ათობით დასახლებული რაიონი დაიტბორა. ყველაზე დიდი ზარალი სტიქიამ ქალაქ ელ-ნინიოს მიაყენა, საიდანაც მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ანალოგიური ვითარებაა შექმნილი სან-პაულოში, სადაც ძლიერ წყალდიდობას და მეწყერს 4 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე კი დაკარგულად ითვლება.