ისლამური სახელმწიფოს რამდენიმე მებრძოლი, რომლებიც პარიზის ტერაქტებთან იყვნენ კავშირში, განადგურებულია. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტივ უორენმა განაცხადა. მისივე თქმით, ტერორისტები კოალიციის საჰაერო იერიშებს ემსხვერპლნენ. მათ შორის ისლამისტური სახელმწიფოს ცნობილი საველე მეთაური შარაფ ალ-მუადანიცაა, რომელთანაც პარიზის ტერაქტების მთავარი ორგანიზატორი აბდელჰამიდ აბაუდი თანამშრომლობდა.