საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის 55-ე სკოლაში განახლებული სასადილო გახსნა. აღნიშნულ სასადილოში კომპანია "გოგლი-მოგლის" ახალი პროექტი მოქმედებს.
ახალი პროექტის მიხედვით, სასადილოებში დაინერგება გადახდის ახალი სისტემა.
მოსწავლეებსა და მათ მშობლებს "ტაოპრივატბანკმა" უსასყიდლოდ დაუმზადა პლასტიკური ბარათები, რომლის მიხედვითაც მშობლებს საშუალება ექნებათ ბავშვებს ჩაურიცხონ ნებისმიერი რაოდენობის თანხა და აკონტროლონ მისი ხარჯვა.
ანგარიშსწორება მოხდება სპეციალური ტერმინალების საშუალებით, რომლებიც განახლებულ სასადილოებშია დამონტაჟებული.
ახალი ინიციატივა პილოტურია და ის ხორციელდება თბილისის ორ საჯარო სკოლაში. იმ შემთხვევაში თუკი ინიციატივა წარმატებული იქნება ის საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სავარაუდოდ, უკვე სექტემბრიდან დაინერგება.