„ჩვენ მოვალენი ვართ, მინიმუმ იმდენი კონსტრუქციულობა გამოვიჩინოთ, რომ ვლადიმერ პუტინს ამ ტიპის განცხადებებზე აპანჩურებით არ ვუპასუხოთ“, - ამის შესახებ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომელსაც პაატა ზაქარეიშვილის განცხადების შეფასება მოსთხოვეს.
კვირიკაშვილის თქმით, შერიგების პოლიტიკასთან დაკავშირებით, ქართულმა მხარემ თამამი ნაბიჯები უნდა გადადგას.
„ბატონ პაატას, რიგი იდეები შემუშავებული აქვს მთელი. ამ წინადადებების დიდ ნაწილს ყურადღებით გავეცანი და ჩემთვის ძალიან საინტერესოა. არის ნაწილი, რომელიც მინიმუმ ამ ეტაპზე არ შეიძლება მიზანშეწონილი იყოს. ბატონი პაატას იდეები ინტერესს იმსახურებს, რათა ის ფუნდამენტურად განხილული იქნას. რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით მის განცხადებას, რომ ქართველებმა აფხაზებთან და ოსებთან შერიგებაზე უნდა ისაუბრონ. შეიძლება, შინაგანი სკეპტიციზმი გვქონდეს, მაგრამ ჩვენ მოვალენი ვართ, რომ მინიმუმ იმდენი კონსტრუქციულობა გამოვიჩინოთ, რომ ამ ტიპის განცხადებებზე აპანჩურებით არ ვუპასუხოთ. დამერწმუნეთ, საერთაშორისო არენაზე ეს ჩვენ გაცილებით უფრო დადებითად წარმოგვაჩენს“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.