საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ნუკრი ქანთარიას განცხადებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წასვლაზე მითქმა-მოთქმაა შესაძლოა ის ლეგენდად დარჩეს. მისი შეფასებით, ღარიბაშვილმა პროცესი დაუღალავად გაიარა და ესტაფეტა გიორგი კვირიკაშვილს გადასცა.
დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე ქანთარიამ მომავალ პრემიერს მიმართა და ოპოზიციისთვის თანამშრომლობის შეთავაზება კედელზე ცერცვის შეყრას შეადარა.
„ირაკლის წასვლაზე მითქმა-მოთქმაა და თუკი უნდათ, ის ლეგენდად დარჩეს, მეც ამის მომხე ვიქნები. ირაკლის ავტორიტეტი არ უნდა გაიფანტოს და ქვეყანას უნდა მოხმარდეს. ბატონო გიორგი, თქვენ ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდეთ, მაგრამ მგონია, რომ ეს შეაყარე კედელს ცერცვია, თუმცა, თქვენ მაინც სცადეთ. თითოეულ ეჭვმიტანილთან სამართალი უნდა მივიდეს, დანარჩენი ვის რას მიირთმევს, ეს სხვა საქმეა“, - განაცხადა დეპუტატმა.