პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კავირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ,,ნაციონალების“ მხრიდან ,,ქართუ ბანკზე“ საუბარი სირცხვილია.
„არ მინდოდა და „ქართუ ბანკზე“ საუბარს თავი შეგნებულად ავარიდე, მაგრამ თქვენ ენა როგორ გიბრუნდებათ?“, - ასე მიმართა კვირიკაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, გიორგი კანდელაკს, რომელიც „ქართუს“ შემოსავლის გზრდით დაინტერესდა.
კვირიკაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს მოუწოდა სიმართლე ისაუბრონ.
„2011 წელს ეს ბანკი ვინ დახურა, ხალხს ვინ იბარებდა და ეუბნებოდა, რომ აქტივები უნდა გადააფარმოთო? - თქვენ იმ ხელიუფლების წარმომადეგენელი არ ხართ? ბუღალტრული გადაანგარიშებებია, რომ ბანკის აქტივები გაიზარდა. თქვენი საქციელი სირცხვილია, მართლა. ბატონი ბიძინა, რა შუაშია? - ბანკის მფლობელი ივანიშვილი რომ იყო, ამიტომ წაართვით. გიყურებთ და გაკვირვებული ვარ. ამაზე როგორ საუბრობთ? - ერთმანეთს და საზოგადოებას სიმართლე ვესაუბროთ“,- მიმართა კვირიკაშვილმა კანდელაკს.