„სასიხარულო ამბავი გვაქვს, რომ დღევანდელ სხდომას აქვს დასაწყისი და არა დასასრული“, - ამის შესახებ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, სადაც მტავრობის განახლებულ შემადგენლობას უნდა მოუსმინონ, პარლამენტის თავმჯდომარემ დავთ უსუფაშვილმა განაცხადა.
სხდომაზე ამ წუთებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიოგი კვირიკაშვილი გამოდის.
„წინა სხდომები გვახსოვს, რომელიც ღამის 3 საათზე დასრულდა. შესაბამისად, გამოცდილება გვაქვს. თუ ამ საკითხს ყველა რაციონალურად მივუდგებით, გვიან ღამემდე შეიძლება დავასრულოთ სხდომა“, - დასძინა უსუფაშვილმა.