თალიბანი გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოსდა დაჯგუფების ლიდერი მულა ახტარ მანსური რუსეთის პრეზიდენტს შეხვდა, კატეგორიულად უარყოფს. დაჯგუფების განცხადებაში ნატქვამია, რომ თალიბები გარე ძალების დახმარებას არ საჭიროებენ. სკანდალური ინფორმაცია პუტინისა და მანსურის შეხვედრის შესახებ გაზეთმა Sunday Times-მა გაავრცელა.