მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის რეკორდულმა დაცემამ ასახვა საუდის არაბეთის ეკონომიკაზეც ჰპოვა. შავი ოქროს გაუფასურების გამო ქვეყნის საბიუჯეტო დეფიციტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. შექმნილი ვითარების ფონზე საუდის არაბეთის ხელისუფლება იძულებული გახდა შიდა სამომხმარებლო ბაზარზე საწვავის ღირებულება გაეზარდა. დღეის მონაცემებით, ერთი ლიტრი საწვავი საუდის არაბეთში 24 ამერიკული ცენტრი ღირს, რაც წინა კვირის მაჩვენებელზე ერთნახევარჯერ მეტია. საუდის არაბეთი მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი და ექსპორტიორია.