დიდმა ბრიტანეთმა 500 ევროიანი კუპიურის გამოყენება შეწყვიტა. "ნიუსლენდი"-ის ინფორმაციით, ამ ფულს ცუდი რეპუტაცია აქვს - იგი კრიმინალებს უყვარს.
ამიერიდან, დიდ ბრიტანეთში ვერავინ შეძლებს 500 ევროანი ბანკნოტების შესყიდვას. ქვეყნაში აღნიშნული კუპიურით ჩასული მოგზაურები კი, მათ გადაცვლას შეძლებენ.
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილის იენ კრაკსტონის განმარტებით, აღნიშნული კუპიურის დაწუნების მიზეზი კრიმინალულ ორგანიზაციებს შორის მისი მაღალი პოპულარობაა.
აღნიშნული უწყების მონაცემებით, ქვეყნაში სულ 500 მლნ ევროს მოცულობის 500 ევროანი ბანკნოტები იქნა შეტანილი.
როგორც "ბიბისი" იუწყება, აქედან, მხოლოდ 10 პროცენტია ლეგალური სახსრები, რომლებიც მოგზაურებისა და ბიზნსმენებისგან შევიდა. დანარჩენი კი, უკანონო "ბინძური" ფულია. 500 ევროიანი ბანკნოტების 90 პროცენტი ბრიტანეთში დამნაშავეების ხელშია.
ეინ კრაკსტონის თქმით, დამნაშავეები 500 ევროიან კუპიურას თავიანთი შემოსავლების დამალვის მიზნით ირჩევენ.
ადრე, 500 ევროანი კუპიურის გამოყენების საფრთხეზე იტალიის ცენტრალურ ბანკში ალაპარაკდნენ. იგი დიდი მოცულობის თანხის გადასაზიდად მოსახერხებელია. აღნიშნული კუპიურებისგან შემგარი 6 მლნ ევრო არც ისე დიდ საგზაო ჩანთაში ეტევა. 10 მლნ ევრო კი - 45 სანტიმეტრიან სტანდარტულ სეიფის უჯრაში.
Dაილყ Mაილ წერს, რომ 1 მლნ ფუნტ სტერლინგი 50 ფუნტიანი კუპიურებით 50 კილოგრამს იწონის, ხოლო ამ თანხის ექვივალენტი 500 ევროანი კუპიურებით - მხოლოდ 2.2 კილოგრამს. სიგარეტის კოლოფი კი, 25 ათას ევროს იტევს.
იტალიის ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ევროპაში ყველაზე მეტი 500 ევროიანი კუპიურა შვეიცარიისა და სან-მარინოს საზღვარზე ხვდება.