მასობრივი არეულობები თურქეთში. დიარბაქირში ადგილობრივმა ქურთებმა ხელისუფლების გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც ქურთებით დასახლებულ სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში კომენდანტის საათი დაწესდა. აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზრდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაშავდა.