ერაყის პრემიერ-მინისტრი პირობას დებს, რომ ისლამურ სახელმწიფოს მომავალი წლის ბოლომდე დაამარცხებს. ამის შესახებ ჰაიდერ აბადიმ სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა. ობტიმიზმის საფუძველს ერაყის მთავრობის მეთაურს ბოლოდროინდელი სამხედრო წარმატებები აძლევს. სახელისუფლო ძალებმა ისლამისტებისგან ქალაქი რამადი მთლიანად გაწმინდეს. მათი მომავალი სამიზნე უახლოეს ხანებში ქალაქი მოსული გახდება.