სირიაში ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება. ტერორისტთა სამიზნე ამნჯერად ქალაქი ჰომსი გახდა, სადაც ორი დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა. ტერაქტებს 32 ადამიანი ემსხვერპლა, 90-მდე კი დაშავდა. რამდენიმე მათგანის მდგიომარეობა ამ დრომდე კრიტიკულია. წინასწარი ვერსიით, ერთ-ერთი მანქანა თვითმკვლელმა ტერორისტმა ააფეთქა.