ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, შალვა შავგულიძის განცხადებით, პარლამენტი სამთავრობო პროგრამას ცაიტნოტურ ვითარებაში იხილავს.
როგორც კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე შავგულიძემ განაცხადა, დეპუტატებმა სამთავრობო პროგრამა გუშინ, დღის მეორე ნახევარში მიიღეს.
„პროგრამას ცაიტნოტში ვიხილავთ და ეს პროცესს დაღს დაასვამს, რომელიც ვერ იქნება სრულყოფილი“, - დასძინა შავგულიძემ.
პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ. მინისტრთა კაბინეთისათვის ნდობის გამოცხადების პროცედურა ხვალისთვისაა დაგეგმილი.