თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით, შესაძლოა, პირიდაპირი ავიარეისები მაისის ბოლოს ისევ განცორციელდეს.
ავიაკომპანია "აირზენას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის განცხადებით, კომპანიამ ჩარტერული რეისების დანიშნაზე რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს უკვე მიმართა.
"მორიგი ჩარტერული რეისების შესრულებას მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში ვაპირებთ. შესაბამისი მიმართვა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში უკვე გაგზავნილია და დარმწუნებულები ვართ, რომ დადებით პასუხს მივიღებთ", - აცხადებს გიორგიბიანი.
ამასთან, მისი თქმით მნიშვნელოვანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიარეისების აღდგენის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, გიორგობიანის განცხადებით, რეგულარული რეისების აღდგენა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას საჭიროებს.
"რეგულარული რეისების აღდგენას პოლიტიკური გადაწყვეტილება სჭირდება. ჩვენ მხოლოდ ჩარტერულ რეისებთან დაკავშირებით შეგვიძლია მოლაპარაკებების წარმოება. ჩარტერული პროგრამა მას შემდეგ შევადგინეთ, რაც რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა შეწყდა", - განაცხადა გიოგრგობიანმა.
რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა, 2008 წლის აგვისტოდან შეწყდა. მას შემდეგ ავიაკომპანია "აირზენამ" მიმდინარე წლის დასაწყისში საშობაო დღესაწაულებთან დაკავშირებით რამდენიმე ჩარტერული რეისი შეასრულა.