იტალიელ მწეველებს ყურადღებით ყოფნა მოუწევთ. იმ შემთხვევაში, თუ ისინი გადაგდებულ სიგარეტის ნამწვავს ნაგვის ურნას ააცილებენ, 300 ევროთი დაჯარიმდებიან. 30 ევროიან ჯარიმას გადაიხდიან ის პირები, ვისაც ქუჩაში ფურთხება უყვარს, კანფეტის ქაღალდის გადაგდებისთვის კი მოქალაქეებს 150 ევროიანი ჯარიმა დაუწესდებათ.