რუსეთის საერთაშორისო რეზერვები ერთ კვირაში 4 მლრდ აშშ დოლარით შემცირდა.
როგორც "ლენტა" იუწყება, რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, 30 აპრილი-7 მაისის პერიოდში, რუსეთის საერთაშორისო რეზერვები 4 მლრდ აშშ დოლარით, 457.7 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა.
რეზერვების შემცირების მიზეზებს რუსეთის ცენტრალური ბანკი არ აკონკრეტებს.
მანამდე, ერთი კვირით ადრე კი, რეზერვები 6 მლრდ აშშ დოლარით გაიზარა და 460 მლრდ აშშ დოლარს გადააჭარბა. მაშინ ზრდა ძირითადად ევროობლიგაციების განთავსების შემდეგად მიღებული სახრსებით იყო გამოწვეული.
რუსეთის რეზერვებმა მაქსიმალურ დონეს 2008 წლის აგვისტოში მიაღწია და 600 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შემდეგ კი, რეზერვების დიდი ნაწილი ცენტრალურმა ბანკმა რუბლის მცურავ დევალვაციაზე მიმართა.
2009 წლის შუა პერიოდში კი, რეზერვებმა ზრდა კვლავ დაიწყო და აგვისტოში 400 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია, მიმდინარე წლის იანვარსა და მარტში კი, 440 მლრდ აშშ დოლარს.
რუსეთის რეზერვები აშშ დოლარისგან, ევროსგან, ფუნტისა და სხვა ვალუტებისგან შედგება. გარდა ამისა, რეზერვებში საერთაშორისო სავალუტო ფონდის სპეციალური ნასესხობის უფლება, მონეტარული ოქრო და სხვა აქტივები.