მე ნამდვილად ვიცი, რომ ცვლილებები იგეგმება, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თინათინ ხიდაშელმა განაცხადა.
მისი თქმით, მან დაგეგმილი ცვლილელების შესახებ იცის, მაგრამ მიაჩნია, რომ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით საზოგადოებამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან უნდა შეიტყოს.
"მე ვფიქრობ, რომ ეს არის გიორგი კვირიკაშვილის პრივილეგია. ეს ცვლილებები მისგან უნდა გაიგოს საზოგადოებამ. დიახ, მე ნამდვილად ვიცი, რომ ცვლილებები იგეგმება. ჩვენ ყველანი ამის საქმის კურსში ვართ," - განაცხადა ხიდაშელმა.
ხიდაშელმა განმარტა, რომ თავდაცვის სამინისტროში ცვლილებები არ იგეგმება.