თბილისში, ბუდაპეშტის ქუჩაზე დაჭრილი გოგა კვარაცხელია გარდაიცვალა.
21 წლის გოგა კვარაცხელია გუშინ საღამოს დაჭრეს. მას ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, მათ შორის ერთ-ერთი თავში. ის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს.
შსს-ში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
გამოძიება ამ დროისთვის მომხდარის კონკრეტულ ვერსიებზე არ საუბრობს.