26-27 დეკემბერს, 19:30 საათზე, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართება კონცერტი „ვახტანგ კახიძის მუსიკა“. კონცერტზე შესრულდება სხვადასხვა კინოსა და თეატრისთვის შექმნილი ცნობილი სიმღერები და ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები.
ღონისძიებაში მონაწილეობენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი და სოლისტები - ნატო კახიძე, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე, გიორგი სუხიტაშვილი, გოგა მესხი; დირიჟორი - ვახტანგ კახიძე.
კონცერტი წინასაახალწლო საღამოების ფარგლებში ტარდება, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის ორგანიზებით იმართება.