რუსული ავიადარტყმებით დაშინებული კონტრაბანდისტები სირიიდან ნავთობის გატანას ახალი მარშრუტებით ცდილობენ. ამის შესახებ რუსეთის საჰაერო ძალების შტაბის მეთაურმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა. მისივე თქმით, ნავთობით დატვირთული კოლონები თურქეთში ერაყის გავლით მიემართება. მარშრუტი ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი დეირ-ეზ-ზორის რაიონიდან იწყება და მოსულსა და ზახოში სრულდება. აქედან კი კონტრაბანდული ნავთობი თურქეთის ტერიტორიაზე ხვდება.