ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯენიფერ ლოურენსი ბავშვობას იხსენებს. მსახიობის თქმით, მან ბავშვობა უკიდურეს სიდუხჭირეში გაატარა. „მე პრაქტიკულად, ვირთხებთან ერთად ვიზრდებოდი. თავიდან მათ მიერ გამოხრულ პურის ნაჭრებს ვყრიდი, მაგრამ შემდეგ ფინანსურად ძალიან გამიჭირდა და იძულებული ვიყავი ულუფა მათთან ერთად გამეყო,“-იგონებს ლოურენსი, რომელმაც კინოკარიერის გასაკეთებლად მშობლების სახლი 14 წლის ასაკში დატოვა და საცხოვრებლად ნიუ იორკში გადავიდა. 25 წლის მსახიობი ამჟამად ოსკარის მფლობელია.