2016 წელს რუსული ვალუტის გაუფასურების პროცესი გაგრძელდება. ამის შესახებ „სბერბანკის“ ხელმძღვანელმა გერმან გრეფმა განაცხადა. „შეიძლება ითქვა, რომ ნავთობის ღირებულება მომავალ წელს პლიუს-მინუს 30 პროცენტის ფარგლებში იმერყევებს. ნავთობის ღირებულება დიდად არის დამოკიდებული აშშ ფედერალური სარეზერვო სისტემის პოლიტიკაზე, რომელიც მკაცრდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაზე დიდი დერივატული ბაზრიდან დოლარი გავა, მონეტარული სიტუაციის გათვალისწინებით კი ნავთობის ფასი დაეცემა. შესაბამისად, დაეცემა რუბლის კურსიც,“-განმარტა გრეფმა.