პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას შეფასებით, ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევით იუსტიციის საბჭომ მიიღო საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება.
მისივე თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდიდან ამ პროცესში არავინ ჩარეულა.
,,მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ჩვენგანი არ ჩაერეოდა და არ ჩარეულა ამ პროცესში და იუსტიციის საბჭომ თავად მიიღო ეს, ვფიქრობ, საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებაა. ჩვენი პოლიტიკური გუნდიდან ამ პროცესში არავინ ჩარეულა. იმიტომაც ვთქვით უარი, რომ იუსტიციის საბჭოში არ უნდა ყოფილიყო არც ერთი პოლიტიკოსი, რათა მათ დამოუკიდებლად მიეღოთ ეს გადაწყვეტილებები. თუ გავითვალისწინებთ წინა ისტორიებს, საზოგადოების განწყობას, ჩვენი ქვეყნისთვის და ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ საქმეს - გირგვლიანის საქმეს, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილება", - განუცხადა ბესელიამ ჟურნალისტებს.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს წევრ მოსამართლედ აირჩია.