,, ბრძოლა სამართლიანი სასამრთლოს შესაქმნელად საქართველოში გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც იუსტიციის საბჭოს მიერ ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნას გამოეხმაურა.
"ასეთი გადაწყვეტილების მიმართ ქართველი საზოგადოების მიუღებლობა ბოლო დღეებში განსაკუთრებით ნათლად გამოჩნდა. ეს მიუღებლობა წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, იმ საქმეებიდან გამომდინარე, რომლებმაც ქართული საზოგადოება არამარტო გააერთიანა, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვის.
მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ჩემ მიერ დანიშნულმა ერთმა წევრმა ეს კენჭისყრა დატოვა. სახელმწიფოს უზენაესი მიზანია სამართლიანი სასამრთლოს ჩამოყალიბება. პრეზიდენტს ამ თვალსაზრისით აქვს შესაძლებლობა წარადგინოს უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეები და დანიშნოს საკონსტიტუციო სასამრთლოს მოსამართლეები. რასაც მე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობით განვახორციელებ და ბრძოლა სამართლიანი სასამრთლოს შესაქმნელად საქართველოში გრძელდება და მე ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვან,"- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 10 ხმით, ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს წევრ მოსამართლედ აირჩია.