"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას საზოგადოების შეურაცხყოფად აფასებს. მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ პროკურატურა და სასამართლო იყოს იგივე პრინციპებით მართული, როგორც ,,ნაციონალების“ დროს.
,,ჩემი აზრით, ეს არის შეურაცხმყოფელი მთელი საზოგადოებისთვის და ჩემთვის პირადად. სწორედ "ქართულ ოცნებას" უნდა, რომ პროკურატურა და სასამართლო იყოს იგივე პრინციპებით მართული, როგორც ეს "ნაციონალური მოძრაობის" დროს ხდებოდა. "ქართული ოცნებას" უნდა შოთაძის პროკურატურა და მურუსიძის სასამართლო. ისღა დარჩენიათ მათ ადეიშვილი ჩამოიყვანონ და ჩააბარონ იუსტიციის და მთელი სამართალწარმოების ბედი. ეს სირცხვილია“, - აცხადებს ალასანია და დასძენს, რომ აღნიშნულ ფაქტს მოჰყვება სერიოზული რეაქცია ქართული საზოგადოებისგან.
ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსართლედ დღეს აირჩიეს.