ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი სააპელაციო სასამართლოს წევრად ლევან მურუსიძის დანიშვნას სამარცხვინო გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
როგორც ჟურნაისტებს ცაგარეიშვილმა განუცხადა, მურუსიძის მოსამართლედ არჩევა მიუღებელია.
„უდიდესი ცოდვაა, რასაც სანდრო გირგვლიანის დაღუპვა ჰქვია. მკვლელების შეწყალება მოხდა და ეს ცოდვა ერთი ხელისუფლებიდან მეორე ხელისუფლების კისერზე გადმოვა და „ქართულ ოცნებას“ ცოდვით დამძიმებულს ქართულ პოლიტიკაში ცხოვრება მოუწევს. ეს გადაწყვეტილება მმართველი ძალის მიერ მიღებულია და თავზე მოხვეულია საბჭოს იმ წევრებისათვის, რომლებიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ რამდენიმე წლის წინ არჩეულნი იყვნენ. საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება უმძიმეს პოლიტიკურ ფასად მოუტრილდება“, - დასძინა ცაგარეიშვილმა.
ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დღეს აირჩიეს.