25 დეკემბერს, 19:00 საათზე, კონსერვატორიაში XVIII საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში გაიმართება ბორის ბერეზოვსკისა (ფორტეპიანო) და ნიკიტა ბორისოგლებსკის (ვიოლინო) კამერული მუსიკის კონცერტი. კონცერტზე შესრულდება შტრაუსისა და სტრავინსკის ნაწარმოებები.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, 14-29 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ იმართება. ფესტივალი საფორტეპიანო, კამერულ და საორღანო მუსიკის კონცერტებთან ერთად ჯაზის საღამოსაც აერთიანებს.
„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ 1997 წელს მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით დაარსდა. ფესტივალი ყოველწლიურად დეკემბრის მეორე ნახევარში იმართება და ორ კვირას გრძელდება.