მსოფლიო კათოლიკური სამყარო შობის დღესასწაულს ზეიმობს. საშობაო მესა ვატიკანში რომის პაპმა ფრანცისკ პირველმა აღავლინა. მესას 10 ათასზე მეტი მორწმუნე კათოლიკე ესწრებოდა. პონტიფიკოსმა მრევლს მოწყალების, სულგრძელობისა და სამართლიანობისკენ მოუწოდა. შუადღისას ფრანცისკ პირველი მრევლს ტრადიციულად, წმინდა პეტრეს ტაძრის აივნიდან მიმართავს.