აშშ რესპუბლიკელ კანდიდატთა რეიტინგში დონალდ ტრამპი ლიდერობს. წინასაარჩევნო გამოკითხვა CNN-მა ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, მილიარდერ კანდიდატს მხარს რესპოდენტთა 39 პროცენტი უჭერს, მეორე ადგილზე ხმათა 18 პროცენტით თედ კრუზია, მესამე პოზიციას კი 10 პროცენტით ბენ კარსონი იკავებს.