მიუნჰენის ბავარიის მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტის უთავკავებს. ამის შესახებ გამოცემა Kicker იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, მანჩესტერული კლუბი გვარდიოლასთან მოლაპარაკებებს 2014 წლიდან აწარმოებდა. მანჩესტერ სიტის მოქმედ მწვრთნელს, მანუელ პელეგრინის კლუბთან კონტრაქტი 2017 წელს ეწურება, თუმცა როგორც Kicker ირწმუნება, მან პოსტი შესაძლოა ვადაზე ადრე დატოვოს.