ებრაელები უკრაინის სახელმწიფოს ფორმირების პროცესში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ. ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ ისრაელის ქნესეტში გამოსვლისას განაცხადა. „ახალგაზრდა უკრაინულ სახელმწიფოში ერთ-ერთი ოფიციალური ენა ებრაული იყო. სწორედ უკრაინაში გამოვიდა პირველად XX საუკუნეში ფული ებრაული ასოებით. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ებრაელები უკრაინული სახელმწიფოს შექმნაში აქტიურად მონაწილეობდნენ,“-აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.