უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და რეფორმების მხარდამჭერი მოძრაობა უნდა შეიქმნას. შესაბამისი ინიციატივით ოდესის გუბერნატორი კიევში გამართულ ანტიკორუფციულ ფორუმზე გამოვიდა. „დარწმუნებული ვარ, შევძლებთ მსხვილი არაპარტიული მოძრაობის შექმნას, რომელიც კორუფციას დაუპირისპირდება და რეფორმების გატარებას შეუწყობს ხელს. საუბარი არ არის პარტიაზე. საუბარია მოძრაობაზე, რომელსაც პარტიული ლიდერები არ ეყოლება,“-აღნიშნა სააკაშვილმა.