მიხაილ ხოდორკოვსკი პუტინის რეჟიმს გარდაუვალ კრახს უწინასწარმეტყველებს. დევნილი ბიზნესმენის თქმით, რუსეთმა უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტითა და სირიის კონფლიქტში ჩართვით სერიოზული პრობლემები შეიქმნა, რასაც ეკონომიკის ჩავარდნა მოჰყვა. „დღეს მოქმედი რეჟიმის შეცვლის ამოცანა არცთუ უპერსპექტივოდ გამოიყურება. დარწმუნებული ვარ, გაივლის 10 წელი და პუტინის რეჟიმი აღარ იარსებებს. ამ პროცესში მეც აქტიურად ვიქნები ჩართული,“-აღნიშნა ხოდორკოვსკიმ.