მიხაილ ხოდორკოვსკიმ შესაძლოა პოლიტიკური თავშესაფარი ბრიტანეთში მოითხოვოს. ამის შესახებ მან ბიბისისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. რუსეთის ხელისუფლების მიერ დევნილი ბიზნესმენის თქმით, ამ დროისათვის მას საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა ერთ-ერთ ვარიანტად ბრიტანეთს განიხილავს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ხოდორკოვსკიზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ის 90-იან წლებში ქალაქ ნეფრტეიუგანსკის მერის მკვლელობისა და ბიზნესმენ კოკოშინზე თავდასხმისნ ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.