ოპოზიციონერი დეპუტატის, სერგო რატიანის შეფასებით, მოსამსახურე პერსონალის როტაცია როგორ მოხდება, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
როგორც ჟურნალისტებს პრემიერის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილის წასვლასთან დაკავშირებით რატიანმა განუცხადა, ღარიბაშვილის მხრიდან ყველაზე ყალბი სიტყვა - თავისუფალი არჩევანი იქნა გამოყენებული.
მისი თქმით, შექმნილ ვითარებაში ადეკვატური ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იქნებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პოსტის დატოვების თაობაზე განცხადება რამდენიმე წუთის წინ გააკეთა.