ცნობილი ამერიკელი მსახიობი ნიკოლას ქეიჯი მონღოლეთს დინოზავრის თავის ქალაქ დაუბრუნებს, რომელიც ბევერლი-ჰილზის აუქციონზე შეიძინა. ტარბოზავრის თავის ქალაში მან 2007 წელს 276 ათასი დოლარი გადაიხადა. ლოტის შეძენა ლეონარდო დი კაპრიოსაც სურდა, თუმცა ქეიჯმა მას ლოტი არ დაუთმო. 2014 წელს მსახიობს უშიშროების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ დინოზავრის თავის ქალა ქვეყანაში უკანონო გზით იყო შეტანილი. როგორც გაირკვა, დინოზავრის თავის ქალა მონგოლეთის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი იყო. ის 65 მილიონი წლით თარიღდება.