იუკოსის ყოფილ ხელმძღვანელ მიხაილ ხოდორკოვსკიზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა. რუსეთის ხელისუფლებისგან დევნილი ბიზნესმენი ნეფტეიუგანსკის ყოფილი მერის მკვლელობის ორგანიზაციაშია ეჭვმიტანილი. ხოდორკოვსკი ამჟამად ლონდონში იმყოფება. რუსული მხარის ბრალდებას ის აბსურდულს უწოდებს.