დღეს, 14 მაისს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია დაარსებიდან 88-ე წლისთავს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით აკადემიაში ღონისძიებებია დაგეგმილი.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აკადემიიდან აცნობეს, საგამოფენო დარბაზში "აკადემია ჰოლი" გაიხსნება, 14:30 სთ-ზე პიერ ჰესლერის ხელოვნების ფონდსა და სამხატვრო აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდება, 18:00 საათზე კი სამხატვრო აკადემიის დიდ საგამოფენო დარბაზში საქართველოს სახალხო მხატვრის, რუსთაველისა და დავით კაკაბაძის პრემიების ლაურეატის გივი თოიძის ნამუშევართა გამოფენა გაიხსნება და მისი წიგნის - "თბილისი - ჩემი ლურჯი სიზმარი" _ პრეზენტაცია მოეწყობა.
გარდა ამისა, ჰესლერი 2010 წლის გამარჯვებულ სტუდენტებს 10 000 ევროს ოდენობის ფუდალი პრემიებით დააჯილდოვებს.